24 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს," - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, უმცროსი სერჟანტის გარდაცვალებას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის, გარდაცვალება მიუსამძიმრა.

რექს ტილერსონი თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებსაც.

სახელმწიფო მდივანი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომ შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.

დღის ამბები