19 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი პროკურატურას სიცრუეში ადანაშაულებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი უფროსი პროკურატურას სიცრუეში ადანაშაულებს. თემურ ჯანაშია და მისი ადვოკატები პროკურორ ნათია სონღულაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ.

პროკურორი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იგივე სახის ხარჯები მინიმუმამდე დავიდა.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პირველ რადიოში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2013 წელს სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის, ანზორ ჩუბინიძის, მიერ სამსახურის ხელმძღვანელობის დროს, პრეზიდენტის საჭიროებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი აქვს გახარჯული.

„როგორ შეიძლება, არ იყოს სავალდებულო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება შესასრულებლად სამსახურის ხელმძღვანელისთვის,“ - აცხადებს ბექა ბასილაია. 

დღის ამბები