ბარაკ ობამა პოლიტიკაში ბრუნდება. შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ობამას გარემოცვაზე დაყრდნობით გამოცემები წერენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება არ იქნება ხმაურიანი. ბარაკ ობამა ამას დელიკატურად გააკეთებს.
44-ე პრეზიდენტი დემოკრატული პარტიის პოზიციების აღდგენასა და გამყარებაზე იმუშავებს, რომელიც ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შესუსტდა.
გავრცელებული ცნობით, პირველ ეტაპზე ბარაკ ობამა პარტიისთვის თანხების მოძიებაზე იმუშავებს. გამოცემებში ბოლო სოციოლოგიური კვლევებიცაა მოყვანილი, რომლის თანახმადაც ბარაკ ობამას მოსახლეობის 63%-ის მხარდაჭერა აქვს.