19 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
ავიაკატასტროფა ავსტრალიაში - არიან დაშავებულები

ავსტრალიაში ავიაკატასტროფა მოხდა. კალუნდრას აეროპორტთან დაშვებისას მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინცინდენტის დროს ბორტზე 4 ადამიანი იმყოფებოდა.

დისპეჩერების განცხადებით, პილოტმა დაშვება ითხოვა, ნებართვის მიღებიდან რამდენიმე წუთში კი თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა.

მაშველების განცხადებით, ავიაკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია. პილოტიც და მგზავრებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს - განიხილება პილოტის შეცდომის და ტექნიკურ გაუმართაობის ვერსიები.

დღის ამბები