19 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ევროპული საქართველო დევნილებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქონების რეგისტრაციის პროგრამის კვლავ ამოქმედებას ითხოვს

ევროპული საქართველო დევნილი მოსახლეობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ქონების რეგისტრაციის პროგრამის კვლავ ამოქმედებას ითხოვს.

აფხაზეთიდან დევნილი იური ქვაჩახია უკვე 7 თვეა, წულუკიანის უწყებისგან სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და გალსა და ოჩამჩირეში მისი კუთვნილი ქონების რეესტრში გაფორმებას ითხოვს.  

„დაუშვებელია, რომ ჩვენ ასე დავხუჭოთ თვალები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხებზე. ასე გავთელოთ ადამიანების უფლებები და დევნილების უფლებები და ჩვენს დევნილებს უწევდეთ სახელმწიფოსთან დავა. სახელმწიფო, რომელიც, პირიქით, უნდა იყოს ამ ყველაფრის სათავეში,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

პროგრამა ჩემი სახლი პრეზიდენტის ინიციატივით 2006 წელს ამოქმედდა და 2013 წლიდან ის აღარ მოქმედებს. ინიციატივის აღდგენისათვის პარტია ევროპული საქართველო აფხაზთა კრებასთან ერთად აქტიურ კამპანიას იწყებს.

დღის ამბები