19 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
”ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლელა ქებურია, დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები მას თხილის მოსავალთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრნენ.

ქებურიას თქმით, მოსახლეობას ზარალი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა აუნაზღაუროს, რადგან დროულად არ მოხდა თხილის ნარგავების შეწამვლა და მავნებელმა ფაროსანმა ხოჭომ ის გაანადგურა. ამ მიზეზით ადგილობრივებს თხილის მოსავალი აღარ აქვთ.

მავნებელმა პრობლემები შეუქმნა სიმინდს და ციტრუსსაც. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

დღის ამბები