20 აპრილი 2024,   00:26
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაიწყება - ლევან იზორია

ღირსეული პარტნიორი 2017-ის დასრულების ცერემონიალზე თავდაცვის მინისტრმა ახალი პროგრამის დაწყება დააანონსა.

ლევან იზორიას განცხადებით, აგვისტოს ბოლოს საქართველო აშშ-თან ერთად გახსნის პროგრამას, რომელიც ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნას მოემსახურება.

„აგვისტოს ბოლოს ვაპირებთ, ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად გავხსნათ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ორი კომპონენტის ერთობლიობას წარმოადგენს, ტაქტიკური წვრთნები და ინსტიტუციური განვითარება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას ღირსეული პარტნიორობა 2017-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ამ ტიპის სწავლებები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან და ხელს უწყობს რეგიონალურ სტაბილურობას. ამ უმნიშვნელოვანეს სწავლებას წელს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შესძინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ბატონი მაიკ პენსის ვიზიტმა. ღირსეული პარტნიორობისადმი ყოველწლიური მზარდი მხარდაჭერა ისევე, როგორც ბატონი პენსის ვიზიტი, ხაზს უსვამს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მიმართ,“ - აცხადებს ლევან იზორია. 

დღის ამბები