19 აპრილი 2024,   23:28
ვრცლად
ექსპრომტული ცეკვა ჩენინგ ტატუმისგან - ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენზინგასამართ სადგურზე აცეკვდა

მსახიობმა ჩენინგ ტატუმმა ბენზინგასამართ სადგურზე ექსპრომტი მოაწყო.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ქალაქ სტეიტსვილში ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდა და იქვე მდებარე მაღაზიაში სასმელის შესაძენად შევიდა. მაღაზიაში კონსულტანტმა მას სურათის გადაღება სთხოვა. ფოტოსესიის შემდეგ მსახიობი ფერადკანიან ქალს დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მასთან ერთად ცეკვა დაიწყო.

მოგვიანებით ექსპრომტის ვიდეოჩანაწერი ჩენინგ ტატუმმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

დღის ამბები