24 ნოემბერი 2017,   22:19
ვრცლად
ჩვენი დიდგორი იწყება აქ - აქცია ოკუპაციის ხაზთან

ჩვენი დიდგორი იწყება აქ - ამ ლოზუნგით ორგანიზაციამ ძალა ერთობაშია აქცია გამართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ, სიმბოლურად აღნიშნეს დიდგორის დღე.

„ჩვენ სიმბოლურად აღვნიშნავთ, რომ დიდგორი გრძელდება და ჩვენი გამოსვლა, გაერთიანება არის სიმბოლური და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი დღეს კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი არის, ვიდრე რვა საუკუნის წინ,“ - აცხადებს აქციის ორგანიზატორი, დავით ქაცარავა.

შეკრებილებმა პლაკატებითა და დროშებით კვლავ შეახსენეს გამვლელებს, რომ ყარაფილასთან 400 მეტრში რუსის ჯარი დგას.

დღის ამბები