25 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
კურიერის ექსკლუზიური კადრები ფონიჭალიდან - გუშინდელი სპეცოპერაციის ადგილას პოლიციაა მობილიზებული

ქვემო ფონიჭალაში ამ წუთებში ისევ სამართლადამცველები არიან მობილიზებული. ღამის ხმაურიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ცურტაველის ქუჩაზე ძმები ჯაფაროვების სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საცხოვრებელი სახლიდან ღამით 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ძმები ჯაფაროვების სახლის ეზოში არსებულ სამშენებლო მასალებში ნახევარი საათის განმავლობაში ნარკოტიკებს ეძებდნენ.

ძმების მეზობელმა ქალბატონმა ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოაწერა, ხოლო პოლიციელებმა სახლი კომენტარის გარეშე დატოვეს.

როგორც კურიერს სანდრო წყარომ აცნობა, ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიცია ნარკოტიკებს სახლის ეზოში ეძებს.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ძმები ჯაფაროვების სახლის ეზოში არსებულ სამშენებლო მასალებში ნახევარი საათის განმავლობაში ნარკოტიკებს ეძებდნენ. 

დღის ამბები