20 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
სკანდალური ინტერვიუ კურიერს - ჯაფაროვის მეუღლის თქმით, მსხვილი ნარკორეალიზატორები ხელშეუხებლობით სარგებლობენ

სპეცოპერაცია ჯაფაროვების სახლში უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ნარკოტიკულ ნივთიერებებს ამჯერად უკვე დაკავებული ძმების სახლის ეზოში ეძებდნენ.

ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულის მეუღლემ, გულნარა ჯაფაროვამ, ორდღიანი დუმილის შემდეგ კურიერთან მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ დასახლებაში კილოობით ნარკოტიკს ყიდიან, თუმცა მსხვილი ნარკორეალიზატორები ხელშეუხებლობით სარგებლობენ.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულების დედა დღეს კურიერთან სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ ჩხრეკა სამართალდამცველებმა მოწმეების გარეშე ჩაატარეს.

კრიმინალურ პოლიციაში ამბობენ, რომ ჯაფაროვების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა.

მაშტაბური სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში 11 აგვისტოს, 19 საათზე, დაიწყო. პოლიციამ ჯერ ბრალდებულები განყოფილებაში გაიყვანა. ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და ნაღდი ფული.

დღის ამბები