19 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
თუშეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

თუშეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებს საოჯახო ტიპის სასტუმროების აშენება და ტურიზმის განვითარება სურდათ. თუმცა, მათ ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა გაუუქმა და ადგილობრივები 7 000 ლარითაც დააჯარიმა.

შეჩერებული მშენებლობების გასაპროტესტებლად, დღეს თუშეთში აქციის ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა, ორგანიზატორის პოლიციაში დაკითხვაზე დაბარების გამო აქცია ჩაიშალა.

ომალოს მკვიდრ რამაზ ალიაძეს რამდენი წლის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობა შეაჩერებინეს. შეჩერება მას ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოუხდა. მას მიზეზად შენობის სიდიდე დაუსახელეს და 7 ათასი ლარითაც დააჯარიმეს.

ახმეტის გამგებელი განმარტავს, რომ თუშეთში მშენებლობები სპეციფიკური სტანდარტების შესაბამისად უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ბევრი სოფელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

დღეს ასევე პრობლემები იყო თუშეთისკენ მიმავალ გზაზეც, სადაც რამდენიმე დღის წინ ტურისტების ავტომობილს კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა.

აბანოს უღელტეხილის გავლით დღეს თუშეთში ათობით ტურისტი თუშეთობაზე ჩავიდა. სტუმრებს თუშებმა ადგილობრივი სამზარეულო და ხალხური რეწვის ნიმუშები დაახვედრეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები