24 ნოემბერი 2017,   22:23
ვრცლად
მუქარა მუქარის პასუხად - ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ვითარება ყოველდღიურად მწვავდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუამის კუნძულის დაბომბვის შესახებ კიმ ჩენ ინის მუქარას მუქარით უპასუხა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ამერიკის ძალა შეახსენა.

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური ცდების ჩატარების გამო, ხისტი ზომებით პასუხს.

ყველაზე მკაცრი ტონი ტრამპს გუშინ ჰქონდა, როდესაც twitter-ზე დაწერა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ოპერაციის გეგმა მზად აქვს.

გუამის სამხედრო ბაზაზე ავიაციის წვრთნები აქტიურად მიმდინარეობს. ეს სწორედ ის ბაზაა, საიდანაც სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად პენტაგონი 6 ბომბდამშენს გააგზავნის.

გუამის კუნძულის დასაბომბად ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მეთაურობა ხვასონის კლასის რაკეტების გამოყენებას აპირებს.

ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, გაეროს საბჭოს გადაწყვეტილებით, ფხენიანი კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდა. დამატებითი სანქციების დაწესებას სხდომაზე რუსეთმა და ჩინეთმაც დაუჭირეს მხარი. ისინი დონალდ ტრამპს და კიმ ჩენ ინს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები