„ადამიანებზე არის ზეწოლა ერთი იდენტობის შეცვლასთან დაკავშირებით,“ - ასე აფასებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი დოკუმენტების აღების მოთხოვნას.
2018 წლის პირველი იანვრიდან ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს ყველანაირი დოკუმენტი უუქმდებათ. ე.წ. აფახაზეთის რესპუბლიკაში საცხოვრებლად მათ ან უნდა აიღონ აფხაზური ე.წ. პასპორტები ან ბინადრობის ნებართვა.
„ის დოკუმენტები, რომლებსაც მოსახლეობა იყენებდა ისედაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობისთვის, შეიძლება გაუქმდეს იმისთვის, რომ აიძულონ ისინი აიღონ ახალი ე.წ. დროებითი მოწმობები თუ ცხოვრების მოწმობები, რომლებიც უფლებრივად კიდევ დამატებით ზღუდავს მათ. ფაქტობრივად, რა სურათს ვიღებთ, როდესაც ადამიანებზე არის ზეწოლა ერთი იდენტობის შეცვლასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ასე ვთქვათ გააფხაზების მცდელობა, რაც ბუნებრივია, წარმატებული ვერ იქნება.
"მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა, აქ საუბარია საკუთრების უფლების ძალიან მნიშვნელოვან შეზღუდვაზე, ფაქტობრივად მათ ეუბნებიან, რომ არ აქვთ ყიდვის შესაძლებლობა, მაგრამ შეუძლიათ გაყიდონ ისე, რომ მეზობელი ქართველი ამას ვერ იყიდის და თქვენ თავად ხვდებით ეს რისკენ არის მიმართული. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს და გაიგოს, რომ ევროპის ამ ნაწილში დღეს ფაქტობრივად ადამიანები ცხოვრობენ რეზერვაციის პირობებში, მძიმე ეთნიკური დისკრიმინაციის ფონზე,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.