25 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს

დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზადაა. ეს საკითხი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, მზადაა მიიღოს დიპლომატიური, ეკონომიკური და ასევე სამხედრო ზომები, ფხენიანის ბირთვული საფრთხის ნეიტრალიზების მიზნით.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება უკვე ერთი კვირაა გუამის ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშით იმუქრება. შეერთებული შტატების ლიდერი კი, მას გეგმის განხორციელებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები