20 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
ერდოღანი თურქეთი-გერმანიის ურთიერთობის ნორმალიზებას ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ ვარაუდობს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ ვარაუდობს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენმა ქალაქ ისპარტაში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ერდოღანის აზრით, ევროპის მხრიდან ანკარის კრიტიკა შიდა პოლიტიკას უკავშირდება და მსგავს სტრატეგიას, საფრანგეთისა და ავსტრიის შემდეგ, გერმანიაც იყენებს.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერსაა დაგეგმილი. ოფიციალურმა ბერლინმა ანკარის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა თურქეთში ადამიანის უფლებადამცველების დაკავების შემდეგ გადაწყვიტა.

დღის ამბები