21 აგვისტო 2017,   13:58
ვრცლად
ძლიერი შტორმი პოლონეთში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

პოლონეთს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ქარიშხალმა ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონები დააზარალა.

სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აჭარბებს. გარდაცვლილთა შორის ორი მოზარდია, რომლებსაც კარავში ყოფნის დროს მოგლეჯილი ხე დაეცათ.

შტორმის შედეგად 800-ზე მეტი შენობა დაზიანდა, 200 ათასამდე აბონენტს კი, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 

 

ფოტო: Reuters

დღის ამბები