20 აპრილი 2024,   01:45
ვრცლად
არეულობა ვირჯინიაში - შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების აქციას ქალაქში მასშტაბური არეულობა და მსხვერპლი მოჰყვა. თეთრკანიან რადიკალებთან ერთად ქუჩებში რასიზმის მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ, რის შემდეგაც მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მოულოდნელად მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.

სამართალდამცველებმა მანქანის მძღოლი, 20 წლის ახალგაზრდა, მალევე დააკავეს. უშუალოდ შეტაკების დროს კიდევ 15 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობა, რომ ქალაქის გარეუბანში ვირჯინიის პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც არეულობის მონიტორინგის ოპერაციაში მონაწილეობდა. კატასტროფის შედეგად ორი ოფიცერი დაიღუპა.

ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები შარლოტსვილში სამოქალაქო ომის პერიოდის გენერლის ძეგლის აღების გეგმას აპროტესტებენ.  

დღის ამბები