11 დეკემბერი 2017,   09:31
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებმა ჰომსის პროვინციაში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული ქალაქი გაათავისუფლეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ჰომსის პროვინციაში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული ბოლო დიდი ქალაქი გაათავისუფლეს. სამხედროებმა სრულად აღადგინეს კონტროლი ქალაქ ალ სუხნაზე, რომელიც ისტორიული პალმირიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

სამთავრობო ძალებმა რადიკალი ისლამისტები ჰომსისა და რაქის პროვინციების საზღვართან მდებარე კიდევ სამი დასახლებიდან განდევნეს. ოპერაციის დროს არმიამ დაჯგუფების დიდი რაოდენობით იარაღი და სამხედრო ტექნიკაც გაანადგურა.

დღის ამბები