19 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
შაორის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა

შაორის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა. პროექტის ფარგლებში „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებმა სამხედრო დღე ახალგაზრდებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს.

მათ ახალგაზრდებს ინფორმაცია ქართული ჯარის, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ მიაწოდეს.

ჯარისკაცებმა მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს. მოგვიანებით შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

დღის ამბები