„ეს საერთოდ არ არის სახუმარო თემა,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სპიკერი, ირაკლი კიკნაველიძე უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს. ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს შს მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს.
ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილზე პოლიტიკური დევნით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესები გადაფარა.
„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა დევნამ უკვე დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს საერთოდ არ არის სახუმარო თემა. მაგრამ, ამ ამბავმაც დაადასტურა, რამდენად სასაცილოდ გაიხადა საქმე „ქართულმა ოცნებამ“ ამ პოლიტიკური დევნით. სამწუხაროა, რომ საქართველო საერთაშორისო ახალ ამბებში სწორედ ამ ტიპის ამბებით ხვდება და არა იმ ეროვნული ინტერესებით და ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ამბებით, რაც საქართველოს მთავრობას უნდა აღელვებდეს,“ – აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.