„ცალსახად არის საუბარი, რომ თუ გაქვს აფხაზური პასპორტი, შენ არ უნდა გქონდეს ქართული პასპორტი,“ - ეს განცხადება ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმთან დაკავშირებით გააკეთა.
საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ულტიმატუმს უყენებს, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის პირველ იანვრიდან ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლებს ყველანაირი დოკუმენტი უუქმდებათ და ვალდებულები ხდებიან ან აიღონ აფხაზური ე.წ. პასპორტები, ან აიღონ ბინადრობის ნებართვა, რომელიც მათ უფლებებს, მათ შორის ქონებრივსაც, მნიშვნელოვნად ზღუდავს.
„ეს ყველაფერი რუსულ სპეცსამსახურებს ესმით და კეთდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განადგურდეს, გაჩერდეს ე.წ. ეფ-ეს-ბეს ბლოკ პოსტები რომელიც არის და ის სისტემა, რაზეც ახლა დაიწყეს მუშაობა, ე.წ. პასპორტიზაციის მიდგომა, სადაც ცალსახად არის საუბარი, რომ თუ გაქვს აფხაზური პასპორტი, შენ არ უნდა გქონდეს ქართული პასპორტი,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.