25 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
თავდასხმა შვედეთში - სროლის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

შვედეთის ქალაქ მალმეში თავდასხმა მოხდა. შენობაში, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებისთვის ქირავდება, ცეცხლი უცნობმა პირმა გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის დროს შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა და ამჟამად მათ პოლიცია კითხავს.

სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ ეჭვმიტანილი. საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული. 

დღის ამბები