20 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
ხანძარი სვანეთში - ცეცხლის ჩაქრობას შვეულმფრენით შეეცდებიან

სვანეთში, ბანგურიანის მთაზე ხანძრის ჩაქრობას შვეულმფრენით შეეცდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მიუვალ ადგილზე გაჩნდა და ის საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული.

ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. სახანძრო ბრიგადები ამ წუთებში ტერიტორიასთან მიახლოებას ცდილობენ. როგორც გამგებელი აცხადებს, ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ცეცხლი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც ალპური ზონა მთავრდება და იწყება ტყის ზონა.

დღის ამბები