16 დეკემბერი 2017,   22:42
ვრცლად
საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაბა კაზრეთში ცეცხლი შუადღისას გაჩნდა და ის ბალახებსა და ეკალბარდებს მოედო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი 6 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის 4 ჯგუფი მუშაობდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლის ახლოს მდებარე ტყის მასივზე და ხის კოტეჯებზე გავრცელება არ მომხდარა. 

დღის ამბები