11 დეკემბერი 2017,   08:12
ვრცლად
სვანეთში ბანგურიანის მთაზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული

სვანეთში ბანგურიანის მთაზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული. როგორც მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და ცეცხლი ამ დროისთვის, ნაწილობრივ ლოკალიზებულია. თუმცა, მისი თქმით, დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე კერა, რომლის ჩაქრობას, ვერტმფრენთან ერთად, სახანძრო სამაშველო ბრიგადები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთობლივად ცდილობს.

ვერტმფრენის გამოძახება თბილისიდან გახდა საჭირო. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძრი. 

ცეცხლი, გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით გაჩნდა, დილიდან კი, სიცხის გამო გაძლიერდა და მისი ფართობით გაიზარდა.

ხანძარი დაახლოებით 500 კვ.მ.ზე იყო გავრცელებული. მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ხანძარი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც ალპური ზონა მთავრდება და ტყის ზონა იწყება. 

დღის ამბები