25 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
"რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა "ავაკოვთან" საუბრის დროს აღიარა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი" - მიხეილ სააკაშვილი

რუსი პრანკერებისა და გიორგი მღებრიშვილის შესაძლო სატელეფონო საუბარს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი საქართველოში ჩასვლის ეშინია. 

"რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა "ავაკოვთან" საუბრის დროს აღიარა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ არის გაყალბებული და ატარებს წმინდა პოლიტიკურ ხასიათს. ივანიშვილს ეშინია საქართველოში ჩემი ჩასვლის, რადგან ქართველი ერი, რომელსაც უკვე საკმარისი მასალა აქვს ჩემი მმართველობის ოლიგარქიულ ჩაგვრასთან შესადარებლად, გამოვა ქუჩაში და მოაშორებს მათ, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში. მაგრამ, მე მაქვს უახლესი გეგმები, დაკავშირებული უკრაინასთან და მის გათავისუფლებასთან მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს, უკრაინულ ვებ გვერდზე გავრცელდა. 

ვებ გვერდის „სტრანა უა“-ს მტკიცებით, ცნობილმა რუსმა სატელეფონო ხულიგანმა, "ვოვანმა" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.

აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.

დღის ამბები