24 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
აქცია ზუგდიდში და გადაკეტილი გზა - ორი სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფელ დარჩელისა და კახათის მცხოვრებლებმა დღეს პროტესტის ნიშნად, ზუგდიდთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა. 400-მდე ადამიანი ამბობს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა ხელისუფლების მათდამი უყურადღებობამ გამოიწვია. ისინი ერთი თვეა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, თხილის მოსავალი აზიურმა ფაროსანამ წელს მთლიანად გაანადგურა, ისევე როგორც სიმინდი და სხვა სასოფლო კულტურები. მოსახლეობის თქმით, ისინი წელს შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. პარაზიტთან ბრძოლას და დაზიანებული ბაღების შეწამვლას ხელისუფლება მოსახლეობას მაისის თვეში დაპირდა, თუმცა პირველი შეწამვლა მხოლოდ ივლისში განხორციელდა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

დღის ამბები