16 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
სკანდალური აუდიო ჩანაწერი - ოპოზიციის ნაწილი შს მინისტრის გადაყენებას ითხოვს

უკრაინულმა ვებ გვერდმა დღეს სკანდალური აუდიო ჩანაწერს გაავრცელა. ვებ გვერდის Страна.ua-ს მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პრანკერმა, ალექსეი სტოლიაროვმა დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად გააცნო და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ ესაუბრა.

ვებ გვერდის მიერ აუდიო ჩანაწერის გავრცელებას საქართველოში სხვადასხვა შეფასება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა დღეს სკანდალური აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილი გადადგომა მოითხოვა.

სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ შს მინისტრი სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარს მთავრობის მეთაურთან კონსულტაციის შემდეგ აცხადებს. ასევე, პრანკერის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს კვირიკაშვილთან ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრეს.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

შსს-ში აუდიო ჩანაწერის ნამდვილობა უარყვეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ თუ ექსპერტიზას ძალოვანი უწყებები არ დანიშნავენ, მაშინ თავად მოახდენენ აუდიო ფაილის უცხოეთში ექსპერტიზას.

რუსი პრანკერი მზად არის დაამტკიცოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნამდვილად ესაუბრა. პრანკერის თქმით, გიორგი მღებრიშვილმა მას, ღია სატელეფონო კავშირის დროს, საქართველოს პრემიერისა და პოროშენკოს საიდუმლო შეთანხმება გაუმხილა, რითაც შიდა ინსტრუქცია დაარღვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები