19 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
მეწყერი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გზას ხვალ გახსნიან

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ, გზის გარკვეული მონაკვეთის გაწმენდა მოხერხდა. მონაკვეთის გაწმენდის გამო, მოსახლეობას საშუალება მიეცა, ჩახერგილ ხეობამდე ფეხით გადასულიყო. ადგილზე დილიდან მუშაობს სპეც ტექნიკა.

თუმცა, მეწყერსაშიშ ზონაში ქვათაცვენა ისევ გრძელდება და ადგილზე მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გზას ხვალ გახსნიან. პარალელურად, მიმდინარეობს ალტერნატიული გზის გაწმენდითი სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ მეწყერის ჩამოწოლის გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი, აბარი, ლიხეთი და ურავი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყერმა სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილი გზა ჩახერგა. 

დღის ამბები