20 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
სვანეთში, ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიასთან, ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, მეხანძრეები ახლა ცეცხლის კერების საბოლოოდ ჩაქრობას ცდილობენ.

რთული რელიეფის და სწრაფად მზარდი ცეცხლის გამო სვანეთში ავიაციის გამოძახებაც გახდა საჭირო. ხანძარს მაშველები სწორედ ვერტმფრენების გამოყენებით აქრობდნენ. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ბანგურიანის მთაზე, მიუვალ ადგილზე შუადღისთვის გაჩნდა და მალევე ფერდობის დიდ ნაწილზე გავრცელდა.

დღის ამბები