18 აპრილი 2024,   04:33
ვრცლად
რეალმა სტუმრად ბარსელონა დაამარცხა

ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში ბარსელონამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 50-ე წუთზე ხერარდ პიკემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და რეალი დაწინაურდა. ლიონელ მესიმ ანგარიში 77-ე წუთზე გაათანაბრა, რის შემდეგაც ყურადღების ცენტრში კრიშტიანო რონალდო და მსაჯი რიკარდო ბენგოეჩეა აღმოჩნდენ. რონალდომ ეფექტური დარტყმით გოლი გაიტანა და რეალი დააწინაურა. 2 წუთში კიარბიტრმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და პორტუგალიელს მეორე ყვითელი ბარათით მოედანი დაატოვებინა. 10 ფეხბურთელით დარჩენილმა რეალმა მაინც მოახერხა მესამე ბურთის გატანა, გოლი ასენსიოს ანგარიშზეა.

გუნდების საპასუხო შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე 16 აგვისტოს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები