20 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
"ლიბერთი ბანკი" პენსიონერებთან ერთად, საძარცველად გადაეცა პატარკაციშვილების ოჯახს - გიორგი გუგავა

„ლიბერთი ბანკი“ პატარკაციშვილებს ოჯახს გადაეცა. განცხადება ამის შესახებ „ლეიბორისტულ პარტიაში“ გააკეთეს. გიორგი გუგავა, ეროვნული ბანკის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახებს შორის გარიგებად მიიჩნევს და ტელეკომპანია ”იმედის” სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.

„ლიბერთი ბანკი" პენსიონერებთან ერთად, საძარცველად გადაეცა პატარკაციშვილების ოჯახს. ეს გარიგება დაკავშირებულია ერთ დროს ხალხის იმედად ცნობილი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკასთან. ეს თანხები წავა პატარკაციშვილების ოჯახის ანგარიშებზე, რომ "იმედმა" გააგრძელოს ის უსინდისო, ცილისმწამებლური, ივანიშვილის საამებელი საინფორმაციო პოლიტიკა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები