18 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
222 მილიონი ამოქმედდა - ნეიმარის პირველი გოლი და შედეგიანი გადაცემა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა, მასში გადახდილი 222 მილიონი ევროს გამართლება დაიწყო. ბრაზილიელმა პსჟ-ს შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. ნეიმარმა თავი გატანილი გოლით და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

პსჟ სტუმრად გენგამს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:3 დაამარცხა. ნეიმარმა ჯერ ედისონ კავანის გაატანინა, შემდეგ კი კავანის პასით თავად გამოიჩინა თავი. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ბრაზილიელი დასახელდა.

"ხალხი ფიქრობს, რომ ბარსელონას დატოვების შემდეგ ფეხბურთელები კვდებიან. მე ეს არ მეხება. პირიქით, ცოცხალი ვარ, როგორც არასდროს. იმავე თამაშს ვთამაშობ და ბედნიერი გახლავართ. შეიცვალა ქვეყანა, ქალაქი, გუნდი, ფეხბურთი კი იგივე დარჩა. გამახარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებამ, თუმცა მთავარი გუნდის წარმატებაა," - განაცხადა ნეიმარმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები