24 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
რელიგიის თავისუფლება და პრობლემები საქართველოში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო მოხსენება გამოაქვეყნა. დოკუმენტის პრეზენტაცია უწყების ხელმძღვანელმა რექს ტილერსონმა გამართა.

მოხსენება, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით მზადდება, რელიგიის თავისუფლების კუთხით 200-მდე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, და მასში ცალკე თავი აქ საქართველოსაც ეთმობა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას ითვალისწინებს და სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობაზე მიუთითებს.

აქვე საუბარია რელიგიური ნიშნით ჩადენილ 19 დანაშაულზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არასათანადოდ არის გამოძიებული. დოკუმენტი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების შევიწროებას და ტაძრების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, ქართული ეკლესიებისა და ფრესკების განადგურების საკითხს.

დოკუმენტში მოყვანილია ყველა ინციდენტი, რომელიც 2016 წელს მოხდა, მათ შორის ბათუმის ქობულეთის და მოხეს შემთხვევები.

დღის ამბები