19 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
ტრამპი შარლოტსვილში მომხდარ არეულობაში კვლავ ორივე მხარეს ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარ არეულობაში კვლავ ორივე მხარეს, თეთრკანიან ნაციონალისტებს და მემარცხენე დაჯგუფებებს ადანაშაულებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაიმეორა ის, რის გამოც ორი დღის წინ საზოგადოების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

დონალდ ტრამპი ამჯერადაც გააკრიტიკეს, მათ შორის "რესპუბლიკელებმაც". სენატორ ჯონ მაკკეინის შეფასებით, რასისტები და სიძულვილის მოწინააღმდეგე ამერიკელები მორალურად თანასწორი არასდროს იქნებიან.

შარლოტსვილში მომხდარი არეულობის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა 30-ზე მეტი კი დაშავდა. დაპირისპირების საბაბი კი, კონფედერატი გენერლის ქანდაკების აღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები