მორიგი სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში. სავარაუდოდ, სპეცოპერაციას კრიმინალური პოლიცია ატარებს და კვლავ ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის მანძილზე უკვე მეოთხე სპეცოპერაცია ტარდება. აქედან სამი სოფელ ფონიჭალაში, ხოლო ერთი აღმაშენებლის ხეივანში გუშინ ჩატარდა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ამ წუთებში არკვევს დეტალებს და პირდაპირ ჩართვას შემთხვევის ადგილიდან, გამოშვების მსვლელობის დროს შემოგთავაზებთ.