20 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი ჩოგოვაძის სავარაუდო გადაყენებასა და ფესტივალთან კავშირს ვერ ხედავს

„წარმოდგენა არა მაქვს, რა კავშირი აქვს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან წასვლას ჯემ-ფესტთან,“ - ასე აფასებს GEM FEST-ის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის სავარაუდო გადაყენებას და დასძებნს, რომ „Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-მ გადაიხადა რამდენიმე არტისტის ჰონორარი GEM FEST-ზე დასაკრავად“.

სიგუა იმ ვალდებულებებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფოს წინაშე აქვს.

„ჩემი ვალდებულება Black Sea Arena-ს და სახელმწიფოს წინაშე ის იყო, რომ უნდა ჩამეტარებინა ფესტივალი, ფესტივალი ჩავატარე,“ - აცხადებს გიორგი სიგუა.

გიორგი სიგუა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილს გარკვეული სახის დაინტერესება ჰქონდა GEM FEST-ის მიმართ.

მისი თქმით, ორ დღეში ჩამოდის საქართველოში და პრესკონფერენციას გამართავს. მისი თქმით, ორგანიზატორები ფინანსურ პასუხისმგებლობას არ გაურბიან და ყველა დავალიანების დაფარვას გეგმავენ. 

შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, ფრანგი ბიზნესმენი დანიშვნას არ ადასტურებს.

„ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც  უარვყოფ გავრცელებულ ინფორმაციას, სანამ არ გაკეთდება ოფიციალური განცხადება ამის შესახებ,“ - აცხადებს ელენე ოთარაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, თანამშრომლები მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ.

თანამშრომლებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ჩოგოვაძის მიერ თანამდებობის GEM FEST-თან დაკავშირებით. ამ დრომდე გიორგი ჩოგოვაძე სამსახურში არ გამოცხადებულა.

დღის ამბები