19 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
ფონიჭალაში დაკავებულ ფაილ ჰუსეინოვს ბრალს დღეს წაუყენებენ

სპეცოპერაციის შედეგად ფონიჭალაში დაკავებულ ფაილ ჰუსეინოვს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. სამართალდამცველებმა ფაილ ჰუსეინოვი გუშინ, საკუთარ სახლში აიყვანეს. მის დაკავებას ხმაური მოყვა. პროტესტის ნიშნად ნათესავებმა პოლიციის მანქანას გზაც გადაუკეტეს.

დაკავებულის ახლობლების მტკიცებით, ფაილ ჰუსეინოვი უდანაშაულოა და ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ფაილ ჰუსეიონოვის პირადი და სახლის ჩხრეკისას, 44 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს. თუმცა, ჰუსეინოვს პოლიცია გასაღებას არ ედავება. გამოძიება ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები