20 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
ბარსელონაში მანქანა ხალხმრავალ ადგილას შევარდა - არიან დაშავებულები

ბარსელონაში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა და ადამიანებს გადაუარა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს,სადაც ნათქვამია, რომ  შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შეჯახების დროს დიდი ხმა და ხალხის კივილი ისმოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები ხალხს მოუწოდებენ, ამ ტერიტორიას მოერიდონ. ხალხი თავს მაღაზიებსა და კაფეებს აფარებს. დახურულია ახლოსმდებარე მეტროები.

თავდასხმისთვის ჯერჯერობით ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.

 

დღის ამბები