19 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
დავა წმინდა სინოდის წევრსა და მის ბიზნესპარტნიორს შორის - საქმეს პროკურატურა იძიებს

წმინდა სინოდის წევრის ბიზნესსაქმიანობას მთავარი პროკურატურა სწავლობს. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს დავა ბიზნესპარტნიორებთან აქვს. მეუფე ანტონს თაღლითური გზით ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ადასტურებს, რომ 2013 წელს თბილისის ცენტრში სავაჭრო ობიექტი გახსნა და 48 ათასი ლარი კომპანიაში საწყისი კაპიტალის სახით ჩადო. 

მეტეხის აღმართზე მაღაზიის გახსნიდან რვა თვის შემდეგ კი მეუფე ანტონის ოჯახსა და მის ბიზნესპარტნიორებს შორის კონფლიქტი დაიწყო. ვანის მიტროპოლიტის ბიზნესპარტნიორები ამტკიცებენ, რომ ანგარიშებიდან ფულის გატანით მღვდელმთავარმა კომპანია, პრაქტიკულად, გააკოტრა.

წმინდა სინოდის წევრი კურიერს უყვება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით ის კომპიუტერი დაწევს, სადაც ფინანსური დოკუმენტაცია ინახებოდა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს ბიზნესპარტნიორი, ლევან თოდუა, ტელებრალდებების ნაცლად, პროკურატურაში მისვლას და ჩვენების მიცემას ურჩევს.

სავარაუდოდ, გამომძიებლები ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან უახლოს მომავალში კიდევ ერთხელ გამოჩნდებიან, რადგან კომპანია დივაინის მფლობელები პროკურატურას საქმის სასწრაფოდ გამოძიებას სთხოვენ. 

დღის ამბები