19 აპრილი 2024,   23:12
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა - „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიწვეული არ არის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ პარტიას უნდობლობას უცხადებს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქართულ ოცნებას შეახსენა, რომ ქვეყნის მთავარ კანონში საბოლოო ცვლილებებამდე დიალოგი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და არასამთავრობოებთანაც უნდა გაიმართოს.

ქართულმა ოცნებამ დღეს პრეზიდენტს ღიად მიანიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების 8 თვიანი განხილვის პერიოდში, ყველა მხარე აქტიურად მონაწილეობდა. მმართველი პარტია პრეზიდენტის შეთავაზებას, დამატებით კონსულტაციებზე, მთავარი საკითხებიდან გადახვევის მცდელობად აფასებს.

ოპოზიცია მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირების მიზეზად, ქართულ ოცნებასა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას ასახელებს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უკვე შეთანხმებულია და ხვალ სხდომაზე უმრავლესობასთან კონკრეტული წინადადებით მივა. მთავარი მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლაა.

შეხვედრა, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა, ხვალ პარლამენტში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

დღის ამბები