20 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
პირველი იანვრიდან შესაძლოა, დენის ტარიფი გაიზარდოს - სემეკი საკითხის განხილვას ხვალიდან იწყებს

პირველი იანვრიდან შესაძლოა, დენის ტარიფი გაიზარდოს. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ამ საკითხის განხილვას ხვალიდან იწყებს. სემეკი საბოლოო გადაწყვეტილებას, გაიზრდება თუ არა და რამდენით გაიზრდება თბილისში ელექტროენერგიაზე გადასახადი, დეკემბერში გამოაცხადებს.

ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სემეკი თელასის განაცხადს სათანადოდ შეაფასებს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.

შეცვლილი ტარიფის შესახებ სემეკის გადაწყვეტილება იანვრიდან არა ერთი წლით, არამედ ცვლილების მიხედვით, უკვე სამი წლით ამოქმედდება. სემეკს კი მისი გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლება.

მოსახლეობას ხელისუფლება ისევ გაგებით მოკიდებას სთხოვს. ოპოზიციაში კი იანვრიდან დენის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

კომპანია თელასში კი განმარტავენ, რომ მათი განაცხადი, რომლის განხილვაც მომხმარებლისთვის ტარიფის შეცვლამდე მივა, გეგმიური პროცესია. 

კომპანია თელასის განაცხადს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხვალ 12 საათიდან განიხილავს.

თელასთან ერთად განაცხადები სემეკში წარდგენილი აქვთ ჰიდროელექტროსადგურებს და გარდაბნის თბოელექტროსადგურს. რაც შეეხება რეგიონებში დენის ტარიფის გადახედვას, სემეკი ენერგო-პრო ჯორჯიას განაცხადს სექტემბრიდან განიხილავს.

დღის ამბები