19 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
სამი დღე სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან - ელენე ხოშტარია თბილისის ზღვაზე ლტოლვილების დასახლებას ესტუმრა

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი თბილისის ზღვაზე ლტოლვილების დასახლებას ესტუმრა, სადაც ოჯახების მთავარი პრობლემა მძიმე სოციალური მდგომარეობაა.

კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ელენე ხოშტარიამ სოციალური პროგრამა გააცნო, რომელშიც საბიუჯეტო თანხების დაზოგვის ხარჯზე პენსიის და სოციალური დახმარების გაზრდაა გაწერილი.

აფხაზეთიდან დევნილები წლებია, ავარიულ შენობაში იმყოფებიან, სადაც სარდაფი წყლითაა სავსე და ანტისანიტარიაა.

ელენე ხოშტარიამ, დევნილ ოჯახებთან ერთად, სამი დღე გაატარა. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამედიცინო დახმარების პროგრამა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატს გაწერილი აქვს.

ხოშტარიამ იძულებით გადაადგილებულ პირებს განუმარტა, რომ დედაქალაქის მერიის საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება. გამარჯვების შემთხვევაში, ის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ხარჯზე პენსიას და სოციალურ დახმარებას გაზრდის.

ელენე ხოშტარია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეიდან ის სამგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნობა და მეტრომშენის დასახლებაში სოციალურად დაუცველის ოჯახში რამდენიმე დღე დარჩება.

დღის ამბები