20 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ტერაქტის შედეგად დაღუპულებს დღეს ქვეყანაში ადგილობრივი დროით 12 საათზე 5 წუთიანი დუმილით მოაგებენ პატივს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, 119 ადამიანი კი დაშავდა. მათი ნაწილი საავამდყოფოებში იმყოფება.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პოლიციამ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 28 წლის დრის უკაბირი დააკავა. დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ დრის უკაბირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და გარკვეული დრო პატიმრობაშიც გაატარა, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.

დღის ამბები