25 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
თამარ მეარაყიშვილი დღეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაშია დაბარებული

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაშია დღეს ისევ დაიბარეს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. ის ორი დღის წინ დააკავეს და ახალგორის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაში გადაიყვანეს. მას შემდეგ კი, რაც საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო, გაათავისუფლეს, თუმცა დროებით.

სამოქალაქო აქტივისტსა და თავისუფალ ჟურნალისტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა ბრალს მმართველი ძალის მიმართ ცილისწამებაში სდებს.

თამარ მეარაყიშვილი რადიო "ეხო კავკაზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ღიად საუბრობდა ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თანაპარტიელების თავგასულობაზე, რასაც ახალგორის ქართული მოსახლეობის უფლებები ეწირებოდა.

დღის ამბები