19 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
კამბრილსის რაიონში სპეცოპერაციისას ესპანელმა ძალოვანებმა 5 ტერორისტი მოკლეს

კამბრილსის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ესპანელმა ძალოვანებმა 5 ტერორისტი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზღვის პირა ქალაქში, ბარსელონას მსგავსი მეორე ტერაქტი აღკვეთეს. ესპანეური მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილებს იმ დროს ესროლა, როდესაც ისინი აუდის მარკის ავტომობილით რამდენიმე ადამიანს დაეჯახნენ.

თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. სროლის შედეგად 4 თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა, მეხუთე კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიების ინფრომაციით, ხუთივე მოკლულს სხეულზე ე.წ. შაჰიდის ქამრები და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქოდა.

ბალრსელონასა და კამბრილსის ტერაქტებს დაუკავშირა გამოძიებამ ქალაქ ალკანარში მომხდარი აფეთქებებიც, რომელსაც 1 ადამიანი ესმხვერპლა. საცხოვრებელ სახლში მომხდარი ორი აფეთქება თავდაპირველი ვერსიით, გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ახლა კი, პოლიციაში ვარაუდობენ, რომ შენობას ტერორისტები ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად იყენებდნენ.

დღის ამბები