25 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

„Gem-Fest”-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში სიგუა რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც დაკითხვის დაწყებამდე მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორმა განაცხადა, ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„საქმე არის აღძრული არა ჩვენს წინააღმდეგ ან „Gem-Fest”-ის წინააღმდეგ, არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას დაუზიანდა რაღაცა ქონება. არაფერი არ გვაქვს დასამალი, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს გამჭვირვალე, ყველაფერი კეთდება საბანკო გადარიცხვებით, ყველაფერი არის კონტრაქტებით, არაფერი არ დავმალეთ, ყველაფერი გავატანეთ. ჩვენ თვითონ არ დაგვრჩა არაფერი, ერთი კონტრაქტი. ახლა ჩვენ რომ გვინდოდეს ვიღაცასთან დავა იმაზე, რომ ფული არ გადაგვიხადა, ვერ დავიწყებთ, რადგან ყველა კონტრაქტი დევს აქ,“ - განაცხადა გიორგი სიგუამ. 

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასა და შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მოკვლევა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

საგამოძიებო უწყებას აინტერესებს, სად წავიდა სახელმწიფოს მიერ ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ 900 ათასი ლარი და ჩაიდინეს თუ არა ფინანსური დანაშაული ორგანიზატორებმა.

დღის ამბები