25 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
"ენმ"-მ სენაკში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა

მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში განაგრძობს. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ამჯერად სენაკში, ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის 10 მაჟორიტარობის და სენაკის მერობის კანდიდატი კახა ალანია წარუდგინა.

„სენაკი არის ქალაქი, სადაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ერთი ბორდიურიც კი არ გამოცვლილა. ლამპიონი რომ ლამპიონია, ის არ გამოუცვლია „ქართულ ოცნებას“, არცერთი ორმო არ შეუკეთებია და თუ კი ვინმე სადმე არის კორუფციაში ჩაფლული, ეს არის სენაკის გამგეობა და სენაკში დასაქმებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.  

დღის ამბები