”ევროპული საქართველო” აგრძელებს საქართველოს მასშტაბით მერობის და გამგებლობის კანდიდატების წარდგენას. ”ევროპულმა საქართველომ” ტყიბულში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ კანდიდატად რუსლან ჯულაყიძე წარადგინეს.
გიგი უგულავამ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო. ”ევროპული საქართველოს” ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. ტყიბულში პენსია 25 ლარით მოიმატებს.
„გაზის ფასმა მოიმატა 10 თეთრით, პენსიას საერთოდ აღარ ახსენებს მთავრობა, გამგეობა თითქოს რაღაცის გაკეთებას ვითომ ცდილობს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს გაკეთებული არც არავის უნახავს და არც არავის ერგება, ანუ კლასიკური „ქოციანობაა“ აქაც, ისევ, როგორც სხვა რაიონებში,“ - აცხადებს გიგი უგულავა.